ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები იგეგმება.
როგორც ცნობილია პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის N-4757 დადგენილებით ქ.ბათუმს, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს შორის მოხდა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, რის საფუძველზეც თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები 3 948,36 ჰა-ით გაიზარდა.
ახალი ცვლილების თანახმად მომზადდება დოკუმენტი ბათუმის ახლად შემოერთებული ტერიტორიების განაშენიანების პროექტისთვის. აღნიშნული ტერიტორების განვითარების გეგმა აქამდე არსებობდა, თუმცა, ქალაქის სივრცითი მოწყობის გეგმაში ცვლილებების შეტანამ ამ კუთხით გარკვეული კორექტივები მოითხოვა.
ასევე, დაგეგმილია ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიებზე სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტების განხორციელება.