ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში „ქართული ოცნების" ქვეკოორდინატორმა თეონა თათულაშვილმა ზეწოლის შედეგად კოალიცია დატოვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" წევრმა ზაზა ლაგაძიძემ განუცხადა, თეონა თათულაშვილზე ზეწოლას პოლიციის თანამშრომელი ზაქარია ბერიაშვილი ახორციელებდა.
„ახალგაზრდა გოგონაა, პატარა ბავშვი ჰყავს. უკვე 2 კვირაა, ჩვენი ქვეკოორდინატორი იყოს სოფელში და აგიტაციას ეწეოდა. პოლიციის თანამშრომელი ზაქარია ბერიაშვილი, რომელიც მისივე მეზობელია, არაერთხელ დაემუქრა, რომ თუ „ქართულ ოცნებას" არ დატოვებდა, დედამისს და მის მაზლს, რომლებიც დასაქმებულები არიან, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ამასთან, სხვა პრობლემებიც შეექმნებოდათ. გოგონას დედა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობს, 50 თუ 70 ლარი აქვს ხელფასი", - განუცხადა ზაზა ლაგაზიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი თეონა თათულაშვილსაც დაუკავშირდა. „ვერაფერს ვერ გეტყვით, აღარ ვარ პარტიაში, წამოვედი, ნახვამდის", - განაცხადა თეონა თათულაშვილმა.
ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა ზაქარია ბერიაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები