კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ნუცუბიძის პლატოს მე-2 მიკრო-რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის,განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების მისეული გეგმის შესახებ ესაუბრა.
მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს პირადი და ზოგადად უბნის პრობლემები გააცნეს და კითხვებიც დაუსვეს,რომელზეც შალვა შავგულიძემ კონკრეტული და დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცა.
„1 ოქტომბერს ყველანი ერთად,ხელჩაკიდებულები დავდგებით ერთმანეთის გვერდით და ერთად დავიცავთ ჩვენს ხმებს გაყალბებისგან! „ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს შალვა შავგულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები