ხორბალზე კრიზისის გამო, მარცვლეულის ექსპორტიორმა ქვეყნებმა შესაძლოა ისევ შეზღუდვები და გარკვეული კვოტები დააწესონ. უკრაინა აცხადებს, რომ თუ რუსეთი ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს, მაშინ ქვეყანა ანალოგიური ნაბიჯის გადადგმაზე თავადაც დაფიქრდება.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინამ ხორბალზე გარკვეული კვოტები დააწესოს, რადგანაც წელს ხორბლის მოსავალი საკმაოდ დაბალია.
მათი თქმით, უკრაინაში მარცვლეულის ბალანსი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ 2012/13 მარკეტინგულ წელს მარცვლეულზე დეფიციტი შეიქმნას, თუმცა ხორბალზე გარკვეული რისკი არსებობს. წელს უკრაინაში ხორბლის მოსავალმა 10 %-ით ნაკლები შეადგინა, ვიდრე 2010/11 წლებში, როდესაც ქვეყანამ ხორბლის ექსპორტზე გარკვეული კვოტები დააწესა.
მასალის გამოყენების პირობები