დღეს, 1-ელ თებერვალს, რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი წარმოადგენს ჯუზეპე ვერდის "რეკვიემს".
მონაწილეობენ მომღერლები _ მარიამ ქობალიანი, ელენა პუტილოვა, არმაზ დარაშვილი, ლეგი იმედაშვილი.
"რეკვიემს" უდირიჟორებს ცნობილი ესპანელი მუსიკოსი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მოწვეული დირიჟორი მარიანო რივასი.