დღეს ქალაქ ბათუმში კომპანია „თეგეტა მოტორსი“ იაპონურ კომპანია BRIDGESTONE-თან ერთად უკვე მერვედ აწყობს ყოველწლიურ შეჯიბრს წყვილთა რბოლაში “Bridgestone Black Sea Cup”.
2012 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ ღონისძიებას 2 დღე დაეთმობა. საპრიზო ფონდი შეადგენს 8000 ლარს. დღეს გაიმართება შეჯიბრი (წყვილთა რბოლა) მოყვარულ მრბოლელებსა და პროფესიონალებს შორის, ხოლო 19 აგვისტო დაეთმობა სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლების რბოლას.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოდიან „ბრიჯსტოუნის“ წარმომადგენლები იაპონიიდან, ასევე დელეგაცია კომპანია Motul-დან. შეჯიბრს დაესწრებიან „თეგეტა მოტორსის“ ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები, ბათუმის მერია და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული შეჯიბრი ტარდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) ორგანიზებით, ბათუმის ტურიზმის სააგენტოს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის პატრონაჟით. ღონისძიების გენერალური სპონსორი Motul. ოქროს სპონსორები: ვისოლი და ბილაინი. ღონისძიების მხარდამჭელი „სნო“ და „რედბული“. მედია მხარდამჭერები: გენერალური სპონსორი რუსთავი 2, ასევე „ახალი არხი“, „აჭარის ტელევიზია“, ჟურნალი „ავტობილდი“ და რადიოები: ფორტუნა, ფორტუნა+, ავტორადიო, არ დაიდარდო.
ღონისძიება ტარდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბათუმის კარიბჭესთან“.
პირველი Bridgestone Black Sea Cup შედგა 2005 წელს და, მას შემდგომ, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი“ საქართველოში გამოირჩევა როგორც პრესტიჟულობით, ასევე ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით და მასში მონაწილეობს ყველა ლიდერი ქართველი ავტომრბოლელი.
მასალის გამოყენების პირობები