„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, გიორგი თარგამაძე გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ინგა გრიგოლიასთან ერთად სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათ გამარჯვების შემთხვევაში სამართლიანი კომუნალური ტარიფების დაწესებას დაჰპირდნენ.
ინგა გრიგოლიას განცხადებით, მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს რადგან დღეების განმავლობაში მათ წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებათ.
"ოცდამეერთე საუკუნეში სოფელ გლდანის მოსახლეობას არ აქვს წყალი. გადმოხედოს სააკაშვილმა თავისი ქვეყნის განვითარებას გლდანიდან და მერე გვითხრას არის თუ არ არის ოქროს ხანა საქართველოში", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ