23 თებერვალს ვარშავის ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართება გენიალური პოლონელი კომპოზიტორის, ფრედერიკ შოპენის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.
ამ გრანდიოზული საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორია პოლონეთის შოპენის ნაციონალური ინსტიტუტი. კონცერტის პროგრამაშია რობერტ შუმანის მეოთხე სიმფონია და ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი.
მსმენელებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ხელოვანს, ლეგენდარულ ხორვატ პიანისტს ივო პოგორელიჩს. შოპენის საიუბილეო კონცერტზე დაუკრავს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური კოლექტივი _ ვარშავის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. კონცერტს უდირიჟორებს ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.