ორშაბათს, 1-ელ თებერვალს 15:00 საათზე რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტიში" გაიმართება ვიდეო-ხიდი მოსკოვსა და თბილისს შორის თემაზე "აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია ჟენევის კონსულტაციების მე-9 რაუნდის დასრულების შემდეგ".
ვიდეო-ხიდში მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვიდან: პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების კვლევის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი ვლასოვი და დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე, რუსეთის ელჩი საქართველოში 1996-200 წწ. ფელიქს სტანევსკი.
თბილისიდან კი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.