ხვალ, 1 თებერვალს, პრაიმერში მონაწილე პარტიები საარჩევნო კოდექსს მიიღებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრაიმერის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, საარჩევნო კოდექსს ხელს ყველა ის პოლიტიკური ძალა მოაწერს, რომელიც თანახმაა, თბილისის მერობის კანდიდატი პრაიმერის მეშვეობით გამოვლინდეს.
ამასთან, მისივე თქმით, კვლავ გაგრძელდება კონსულტაციები იმ პარტიებთანაც, რომლებიც პრაიმერში მონაწილეობაზე ჯერ კიდევ ვერ დაითანხმეს.
"კონსულტაციები გაგრძელდება და ეს კარი მუდმივად ღია იქნება. არ ვაპირებთ კარის დახურვას მათთვის, ვინც ჩვენთან გაერთიანებას მოისურვებს", - განმარტა დავითაშვილმა.
პრაიმერის საარჩევნო კოდექსზე ხელმოწერა 13:00 საათზე, სასტუმრო "ბესტიში" იგეგმებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარების ინიციატივა "ხალხის პარტიას", "კონსერვატორებსა" და მოძრაობა "სამართლიან საქართველოს" ეკუთვნის. რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ დავითაშვილი-ძიძიგური-ნოღაიდელის წინადადებას სოლიდარობა მხოლოდ "მრეწველებმა", "თეთრებმა", "მომავლის პარტიამ", "სამეფო გვირგვინმა", "მწვანეებმა" და "ქრისტიანულმა საქართველომ" გამოუცხადეს.