"ახლა გვაქვს არჩევნები და მე მინდა ვთქვა, რომ ამ არჩევნებზე გაირკვევა სიმართლე - ოქტომბერი ეს უბრალოდ ის კი არ არის, რომ თავი მოვიწონოთ, პირველ რიგში ეს იმისთვისაა, რომ თავი დავიცვათ!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რაჭის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს.
"თითოეულმა ჩვენმა ოჯახმა თავი დაიცვას! ღმერთმა არ ქნას წარსულის უკან მობრუნება, იმიტომ, რომ პირდაპირ გვეუბნებიან ისინი, რომ გვინდა წარსულში უკან წასვლა, რომ უნდა დავანგრიოთ მარტო შუშის ხიდი კი არა თბილისში - სია არის გრძელი. ახლა გავხსენი იუსტიციის სახლი ახალციხეში, შემდეგი ამ სიაში არის პარლამენტი - პარლამენტი უნდა გააუქმონ ქუთაისში, შემდეგი სიაში არის იუსტიციის სახლები - იმიტომ რომ აღიზიანებთ, მათი კორუმპირებული ჩინოვნიკებისათვის იუსტიციის სახლი არის პრობლემა, იმიტომ, რომ როგორც კი კორუფცია დაბრუნდება მთავრობაში, კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში კორიფცია დაბრუნდება ყველა სამსახურში, საავადმყოფოებში და სოფლის უბნის და ქუჩებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.