ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გადაუღებელი წვიმების შედეგად დაკეტილია სკოლები და მუშაობა შეწყვიტეს სახელმწიფო დაწესებულებებმა.
ბი-ები-სის ინფორმაციით საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულია 20 ათასი ადამიანი. ევაკაკუაციის პროცესი გრძელდება. არ მუშაობს ტრანსპორტი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერ წვიმას ელოდებიან, ვიდრე გასული 24 საათის განმავლობაში, როდესაც წვიმას ფაქტობრივად არ გადაუღია.