ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილმა, ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ჩვენებურმა მოჭიდავემ, რომელიც 74 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, პირველ ეტაპზე სამხრეთკორეელი ჯინჰიეოკ კიმი 3:0 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. აქ კი, 21 წლის დათუნაშვილის მეტოქე ამერიკელი ბენჯამინ პროვისორი იქნება, რომელმაც თავის მხრივ კუბელ ალექსეი ბელს 3:1 მოუგო.
ქართულ-ამერიკული დუელი, საქართველოს დროით 16:54 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები