განნმუხურში აკვაპარკი გაიხსნა. ახალი გასართობი კომპლექსი დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ქვეყნის პირველის პირის თქმით, განმუხურის აკვაპარკი, შავი ზღვისპირეთში ყველაზე დიდი კომპლექსია.
აკვაპარკი კანადურმა კომპანიამ დააპროექტა, რომელმაც გასართობი ცენტრი შვიდ თვეში ააშენა.
მიხეილ სააკაშვილი განმუხურში, ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ვერა ქობალიას განცხადებით, მშენებლობაზე მთლიანად, ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
"ყველაფერი კეთდება ხალხისთვის. ასეთი ადგილი, როგორც ანაკლიაა არსად არის და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება",- განაცხადა სააკაშვილმა.