აშშ-ში, ინდიანას შტატში, Mesker Park Zoo & Botanic Garden-ის ზოოპარკში 62 წლის ბეგემოტი დონნა გარდაიცვალა. ნეგემოტი ზოოპარკში 6 წლიდან ცხოვრობდა.
დონნას ხანდაზმულობის გამო ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბეგემონტი "დაეძინებინათ", რადგანაც ის მრავალი დაავადებით იტანჯებოდა. ცხოველების დამცველთა საზოგადოების ნაწილი ზოოპარკის დირექციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ გზით ზოოპარკი გარკვეულ თანხას დაზოგავდა და მენეჯმენტმაც სწორედ ამ მიზნით მიიღო ბეგემოტის "დაძინების" გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ ველურ ბუნებაში ბეგემოტები საშუალოდ 40 წელს ცოცხლობენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 50 წელია. შესაბამისად დონნა გახდა პირველი ბეგემოტი, რომელმაც 60 წელზე მეტი, ანუ 62 წელი იცოცხლა.