"დღეს დიდი და პატარა, ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, თუმცა ღმერთს როგორც უნდა ისე იქნება", _ ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რისთვის მოდის ღვთის სახლში.
,აქ მოდიან ღვთის ნებით და განგებით, მოდიან ღვთის სახლში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა უნდა ვაკეთოთ ღვთის სახლში, როგორ უნდა მოვიქცეთ", - ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში.