ბენზინის ფასმა, შესაძლოა, კიდევ 5 თეთრით მოიმატოს. როგორც "ლუკოილის" ბენზიგასამართ სადგურზე განმარტავენ, ხვალიდან მათ ქსელში საწვავის ფასი მომატებს და ის კიდევ 5 თეთრით გაძვირდება.
როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ეცემოდა, თუმცა რამდენიმე დღეა მისმა ფასმა ზრდა დაიწყო, რაზეც ადეკვატური რეაქცია მოაყოლეს ქართველმა იმპორტიორებმაც და საცალო ქსელში ფასის მომატება გადაწყვიტეს.