უკრაინელი მეზღვაურები შავი ზღვის რეგიონში ერთიანი კულტურული სივრცის შექმნას უწყობენ ხელს. აღნიშნულის ფარგლებში დერიაბასოვის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის "მწვანე ტალღა" ფარგლებში შემოქმედებითი საღამო "საქართველოს სული" გაიმართა. "საქართველოს სულის" ფარგლებში გამართული ღონისძიებებისას სპეციალურად მოწყობილ პავილიონში ნიკო ფიროსმანის ნახატების რეპროდუქციების ფონზე, ისმოდა ქართული სიმღერები და ლექსები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსების ლაურიატებმა.
"ოფიციალურად საღამო დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის 150 წლისთავს მიეძღვნა, მაგრამ იმავდროულად საუბარია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, რომელიც 1996 წელს დაიწყო, როდესაც ილიჩევსკი-ფოტი-ბათუმის საბორნე მიმოსვლა გაიხსნა"- განაცხადა უკრაინის გემთმფლობელთა ასოციაციის პრესმდივანმა ალექსანდრ ფიოდოროვმა.
ოდესაში საქართველოს გენერალური კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის განცხადებით განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ კომპანია "უკტფერი", რომელიც საბორნე გადაზიდვებს აწარმოებს სატრანსპორტო საქმიანობის გარდა დიდ ყურადღებას უთმობს ჰუმანიტარულ პროექტებს, მათ შორის პრესტურებს, კულტურისა და ხელოვნების მუშაკთა მივლინებებს, გამოფენებს და ასე შემდეგ.