,,დღეს ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ ფულით დაფინანსებული ხალხი, ასპარეზზეა გამოსული გრძელი სიით, თუ რა აქვთ დასანგრევი, თუ რის აშენებაში უნდათ ჩვენთვის ხელის შეშლა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჩხოროწყუში მოსახლეობასთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეები მხოლოდ ფეხებში ებლანდებიან.
"მინდა ყველას ვუთხრა და თქვენ გითხრათ, საქართველოშიD ჩვენ დასანგრევი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ იმდენი გვაქვს ასაშენებელი, რომ ყველას მინდა მოვუწოდო ფეხებში ნუ გაგვებლანდებიან, ხელს ნუ შეგვიშლიან და ჩვენ აღმშენებლობას გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მდიდარი, წელში გამართული და ისეთი ქვეყანა, რომელიც კეთილი შურით აღავსებს ყველა ჩვენს კეთილმოსურნეს და მტერს თვალს დაუყენებს. Aაუცილებლად წავალთ წინ და ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვაბრუნებს უკან", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის აღმშენებლობას გააგრძელებს.
,,ის ვინც დღეს დანგრევის ლოზუნგებით გამოდის ვიცით, ცხოვრებაში მათ რა შეუძლიათ. Aამიტომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის არის, ჩვენ ვიცით რა არის სიმართლე, ვიცით რა არის მომავალი, ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი ბავშვებისთვის საუკეთესო და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ", _ განაცხადა ჩხოროწყუში მიხეილ სააკაშვილმა.