სირიის კომერციულ დედაქალაქ ალეპოს სამთავრობო ჯარების 20 ათასი ჯარისკაცი უტევს. ამის შესახებ ცნობილი ხდება სირიის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება ბი-ბი-სი.
ოპერაციაში მონაწილეობს ავიაცია, ქალაქი მასირებულად იბომბებაა არტილერიის მიერ.
ამბოხებულებმაც თავიანთი ძალების კონცენტრაცია ალეპოსთან მოახდინეს.
ამავდროულად, ასადის ძალები იუწყებიან, რომ მათ აღადგინეს კონტროლი დამასკოს ტადამუნის რააიონზე, რადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბოხებულები სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ სირიის შეიარაღებულ ძალებს.