საერთაშორისო წითელი ჯვარმა მოუწოდა სირიის დაპირისპირებულ მხარეებს დაიცვან საერთაშორისო კანონები, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეების შორის.
საერთაშორისო საომარი კანონმდებლობის მიხედვით, ცეცხლის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ობიექტების მიმართულებით, დასახლებულ პუნქტებში კი სამხედრო მოქმედებების წარმოებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება.
ქალაქ ალეპოში, სადაც არ წყდება დაპირისპირება, ოპოზიციამ ტელეცენტრი იმის გამო დათმო, რომ ასადის არმიამ მიმდებარე ტერიტორიების მასირებული საარტილერიო დაბომბვა განახორციელეა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე დაპირისსპირებისას 16 ათასამდე ადამიანია დაღუპული.