30 ივლისს, 16:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) შედგება ბანკის ახალი პროექტის - ელექტრონული წიგნების სახლის „საბა" პრეზენტაცია.
ეს არის ინოვაციური ვებ-სივრცე მისამართზე www.saba.com.ge, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო თანამედროვე ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს - ლიტერატურული პრემია „საბას" სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ელექტრონული სახით.
ლიტერატურული კონკურსი "საბას" არქივში დაგროვდა ბოლო 10 წლის მანძილზე ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. დღეიდან ისინი ელექტრონული წიგნების სახლში "საბა" განთავსდა და ხელმისაწვდომი გახდა მკითხველისთვის.
თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, მთელი თქვენი ბიბლიოთეკა ერთ პატარა ელექტრონულ მოწყობილებაში - ნოუთბუქში, iPhone-ში, iPad-ში, Kindle-ში მოათავსოთ და თან ატაროთ. მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი.
ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" საშუალებას გაძლევთ: შეიძინოთ ელექტრონული წიგნები და შექმნათ საკუთარი ბიბლიოთეკა, წაიკითხოთ წიგნები ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი კომპიუტერიდან, iPad და iPhone-დან;
გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები ამა თუ იმ წიგნის ან ავტორის შესახებ და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს.