უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირი ოთხიდან არც ერთ წარმოდგენილ დადგენილებას, რომლებიც სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრინციპების შესახებ კანონის მიღების გაუქმებას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პროცედურის ჩატარება შეძლო.
თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 % სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.