ახალშობილებისთვის სახელების შერჩვის ტენდენცია იცვლება. წელს ყველაზე პოპულარული სახელები გიორგი და ნინოა. გასულ წელს ახალბედა დედები გოგონებს ყველაზე ხშირად მარიამს არქმევდნენ. სახელ გიორგის პოპულარობით თითქმის არ ჩამოუვარდება ნიკოლოზი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული სახელებია:
გიორგი 1583, მას სიმრავლით არ ჩამოუვარდება ნიკოლოზი 1521; ასევე გავრცელებული სახელებია: ლუკა 955, ანდრია 839, საბა 835, დავითი 801, ალექსანდრე 773, მათე 327, დიმიტრი 295, გაბრიელი 275, ირაკლი 220, ილია 210, ზურაბი 206, დაჩი 164, თეიმურაზი 136, ცოტნე 136, ლევანი 131, ივანე 130, ლაზარე 126, თორნიკე 116 და სხვა.
ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: ნინო 2523, მარიამი 1669, ბარბარე 979, ანასტასია 939, ანა 910, ელენე 872, ელიზავეტა 588, ნია 365, თამარი 346, ნატალია 322, თეკლე 265, სალომე 255, ქეთევანი 251, ლია 200, ანამარია 158, თათია 131, სოფია 127, ნანა 125, ეკატერინე 104, თინათინი 103 და სხვა.
რაც შეეხება ყველა ასაკში, სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია 193 828, მას მოსდევს: დავითი 90 713, ნიკოლოზი 59 784, ზურაბი 49 403, ალექსანდრე 45 488, ლევანი 40 496, თეიმურაზი 36 834, ირაკლი 35 150, მიხეილი 28 232, ლუკა 27 692, თამაზი 27 585, ავთანდილი 24 317, მამია 23 455, ნოდარი 23 061, გურამი 23 044, ლაშა 22 693, გოჩა 22 063, ზაზა 20 768, კახაბერი 20 308 და სხვა.
ქალბატონებს ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს 246 879, მას მოსდევს მარიამი 100 982, თამარი 97 531, ნანა 69 653, ნათია 66 947, ანა 64 980, ლია 55 059, ქეთევანი 50 272, მაია 45 952 და სხვა. ელენე 39616, თინათინი 36000, ეკატერინე 34182, სოფია 31843, ნატალია 31195, ხათუნა 25370, ირინე 23716, ელიზავეტა, 23217, სალომე 21444, რუსუდანი 20530, ქრისტინე 9677 და სხვა.
საინტერესოა, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა წლებში აღრიცხული იშვიათი სახელები: მოქეიფე, თაგუნა, ფემისტოკლე, ფიზიკა, პელე, გარინჩა, კაცი, ქალი, ვებერთელა, მხედარი, კუსა, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანილა, მგელა, ცაცია, ხუმარა, სამძიმარა, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ნიუტონი, სევდაგულ, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, და სხვა.