უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიოკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ქვეყანაში მოხლოვებულ არჩევნებე ისაუბრა. უწმინდესმა საზოგადოებას მოუწოდა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და მოთმინება იქონიონ.
"ადამიანს, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია, ბევრი სიკეთის, ამავე დროს კი ბევრი ბოროტების გაკეთება შეუძლია, ამიტომ შევთხოვთ უფალს, მხოლოდ სიკეთე გვაკეთებინოს. მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და კამათის, თუ საუბრისას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. მოთმინება იქონიეთ, ისეთი სიტყვა არ უთხრათ ერთმანეთს, რომ მერე ერთმანეთის შეგვრცხვეს", - ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.