„ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თეა წულუკიანი ყოფილი ბამბის ნართის ქარხნის საერთო საცხოვრებელში შესახლებულ დევნილებს შეხვდა.
,,ქართული ოცნების" ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დევნილებს წულუკიანმა კოალიციის პროგრამა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. შემდეგ კი ადგილობრივთა უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერა.
„აქ საკმაოდ დამსახურებული ადამიანები ცხოვრობენ უკიდურესად მძიმე პირობებში და ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს. მე დავპირდი ნაძალადევის მოსახლეობას, რომ პარლამენტში ჩემი სახით მათ ეყოლება ადამიანი, რომელიც მათი პრობლემების გადასაჭრელად იბრძოლებს," - განაცხადა თეა წულუკიანმა დევნილებთან შეხვედრისას.