ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდის მახლობლად, ამოუცნობი არსება იპოვეს, რომელიც ჟურნალისტებმა უკვე მონათლეს როგორც "მანჰეტენის მონსტრი".
მონსტრს დასახიჩრებული სახე, შიშველი სხეული, უკანა კიდურებზე ხუთი თითი აქვს, რომელიც ადამიანისას ძალიან წააგავს.
ფოტოგრაფი, რომლმაც მონსტრს ფოტოები გადაუღო ყვება, რომ თავიდან როცა "არსება" შენიშნეს მას მობილური ტელეფონიდან გადაუღო ფოტო, ამის შემდეგ კი აიღო ფოტოკამერა და ეს უცნაური არსება ახლო ხედით აღბეჭდა კადრზე.
მას შემდეგ, რაც ფოტოები ნიუ-იორკის პარკის დეპარტამენტს აჩვენეს, მათ განაცხადეს, რომ ეს ჩვეულებრივი ღორია.
პარკის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს იყო გოჭი, რომელიც პიკნიკის შემდეგ დარჩა. თუმც აღნიშნულ თვითმხილველები არ ეთანხმებიან. ერთ-ერთი მეცნიერის აზრით, რომელიც გარეულ ცხოველებს აკვირდება, ეს არსება ძაღლია, რომელიც წყალში ჩაიხრჩო და დასახიჩრებული სახით ნაპირზე გამოირიყა.