ყავის მწარმოებელ ქვეყნებში, არამდგრადი ამინდების გამო, ყავა შესაძლოა 30-40 %-ით გაძვირდეს და შესაძლოა მისი გემო გაუარესდეს.
სწორედ, რომ არამდგრადი ამინდის გამო ბრაზილიამ ამ დროისათვის ყავის მოსავლის მხოლოდ 40 %-ის აღება მოახერხა. ჩინეთში, ინდოეთსა და ინდონეზიაში ყავაზე დიდი მოთხოვნილების გამო მისმა ფასმა 34 წლიანი რეკორდი უკვე დაამყარა და ერთი ფუნტი ყავის ღირებულებამ 3 დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების გათვლებით ყავა შესაძლოა 40 %-ითაც კი გაძვირდეს. გადაუღებელი წვიმების გამო არაბიკას გემური თვისებები შემცირდა და ყავა გაუგემურდა. წვიმების ფონზე ყავაზე შესაძლოა სოკოებიც გამოვიდეს, რითაც დაზიანდება როგორც მიმდინარე მოსავალი არამედ მომავალიც.
ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ფონზე ყავის მსოფლიო მარაგები მინიმუმამდე შემცირდა და ის 1960 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. სამომავლოდ ყავაზე ფასის მომატება არ მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ ბრაზილიაში გადაიღებს და მშრალი ამინდები შენარჩუნდება.