ბათუმში ჩაის დამაფასოებელი კიდევ ერთი საწარმოს გახსნა იგეგმება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 4900 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს პირობებიან ელექტრონული აუქციონზე ყიდის, რომლის საწყისი ღირებულება 96250 ლარია, ხოლო აუქციონი 30 ივლისისთვისაა ჩანიშნული. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია
ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში დაიწყოს, არანაკლებ 12 თვის ვადაში დაასრულოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს ჩაის დამფასოებელი საწარმოს შენობა, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 350 000 ლარის ინევესტიცია.
მყიდველი ვალდებულია ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში საწარმოში მუდმივად, 2 წლის ვადით, დაასაქმოს არანაკლებ 10 მოქალაქე რომელთა 90% იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები.
ასევე, აუქციონის დასრულებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს შპს "ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის" კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, საზოგადოების ანგარიშზე 51 470 ლარის ჩარიცხვა, რომელიც 2012 წლის 25 მაისის მდგომარეობით შეადგენს 51 470 ლარს, რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი.