1-ლი ივლისიდან დღემდე უკრაინამ 1 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნიკოლაი პრისიაჟნიკმა განაცხადა.
"ჩვენ ყოველთვიურად საექსპორტოდ 1,5 მლნ ტონა ხორბალი გვესაჭიროება. რათა საექსპორტო ბაზარზე ჩვენი პოზიციები გავამყაროთ. კლიმატური პირობების გამო მსოფლიო მასშტაბით ხორბლის მოსავალი შემცირებულია"- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განმარტებით, ხორბლის მოსავლის პროგნოზი 46 მლნ ტონაა, საიდანაც 28 მლნ ტონა შიდა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. რაც შეეხება მარაგებს ის 10-10,5 მლნ ტონით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2012/13 მარკეტინგულ წლებში უკრაინა 20-21 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს განახორციელებდა.