გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საზოგადოების წინაშე ერთობლივი განცხადებით წარდგნენ და ევროზონის გადარჩენის პირობა დადეს.
ინვესტორები აქტიურად განიხილავენ რომ ევროპული სახელმწიფოები კრიზისის წინააღმდეგ გაერთიანდებიან და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არსებული კრიზისი გადაილახოს. შესაბამისად ოლანდისა და მერკელის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს ლოკომოტივად, რადგანაც ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ ამ ორი უმსხვილესი ეკონომიკის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ევროზონა ერთიან სამოქმედო გეგმას დასახავს.