ფესტივალი არტ-გენი 2012 დასასრულს უახლოვდება. და დარჩენილ შაბათ-კვირას ეთნოგრაფიულ მუზეუმში კვლავ საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
28 ივლისს 19 საათიდან სცენაზე ერთმანეთს შეცვლიან ანსამბლი „ჩვენებურები", მიჟე-ნარი (ლენტეხი) და თამაზ ყურაშვილის ჯაზ-ბენდი , ხოლო საღამოს „სუხიშვილების" კონცერტი დახურავს.
რაც შეეხება 29 ივლისს, 17 საათზე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები" ერთი საუკუნის შემდეგ აღდგენილ ძველ ქართულ „ქალაქურ კრივს" და ტრადიციულ „ლელობურთს" გამართავს. საღამის კონცერტზე კი ანსამბლი "ლაშარი", "საგალობელი" (რაჭა), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი "კესანე" იქნება წარმოდგენილი. ფესტივალს 22:00-ზე ფრანგული ჯგუფი „Speed Caravan" დახურავს.
ფესტივალი არტ-გენი უკვე მეცხრე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად თან სდევს ახალი აქტუალური თემა. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი "არტ-გენი 2012" -ის წლევანდელი დევიზია "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
შეგახსენებთ რომ ფესტივალმა 3 ივლისს კახეთში აიღო სტარტი და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა. ხოლო 21 ივლისიდან არტ-გენმა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლა და იგი 29 ივლისის ჩათვლით გასტანს.
ფესტივალის პროგრამა:
28 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 თამაზ ყურაშვილის ჯაზბენდი, ჩვენებურები, მიჟე-ნარი (ლენტეხი)
22:30 სუხიშვილები
29 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები". გაიმართება ქალაქური კრივის შეხვედრები და ქართული რაგბი "ლელობურთი" შავფაროსნების" ორგანიზებით და მონაწილეობით
19:00 ანსამბლი "ლაშარი", "საგალობელი" (რაჭა), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი "კესანე"
22:30 Speed Caravan (საფრანგეთი, ალჟირი)