"Skype" უშვებს შესაძლებლობას იმისა, რომ გზავნილების ისტორია საჭიროების შემთხვევაში "კომპეტენტურ ორგანოებს" გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მართალია "Skype"-ის ხელმღვანელობა უარყოფს იმას, რომ ცვლილებები დაცვის სისტემაში იმ მიზნით შეიტანა, რომ სამართლდამცავ ორგანოებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ, თუმცა "Skype" -ის ოფიციალურ ბლოგზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "Skype"-ი გზავნილების ისტორიას სამართალდამცველებს "შესაბამის შემთხვევებში" გადასცემს.
"ბი-ბი-სი" ასევე აღნიშნავს, რომ "Skype" -ის მფლობელი "Microsoft"-ის ამ განზრახვაზე შეშფოთება ჯერ კიდვე ერთი წლის წინ გამოითქვა, როდესაც გავლენიანმა ბლოგმა "Conceivablytech "-მა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიამ გააკეთა განაცხადი აშშ -ში ტექნოლოგია "Legal Intercept"-ის დაპატენტების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებლებისათვის შეუმჩნევლად მათი მოლაპარაკებების ჩაწერისა.
ბლოგს ავტორები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში ნახსენები იყო "Skype"-ი და მისი მსგავსი მოწყობილობები.
მასალის გამოყენების პირობები