"აჭარის სავაჭრო-სამრეწეელო პალატის" ორგანიზებით "ბათუმი-პლაზაში" ბელორუსიის მეწარმეთა გამოფენა-ბაზრობა მიმდინარეობს, რომელიც ხვალ, 28 ივლისს დაიხურება.
გამოფენაში მონაწილეობას ღებულობს ათამდე სხვადასხვა ტიპის კომპანია, მათ შორის: ბელორუსიის სატრაქტორო ქარხანა; ბელორუსიის მინის დამამზადებელი ქარხანა; ოპტიკური საშუალებების დამამზადვბელი ქარხანა; ბელორუსული ბროლის ქარხანა; რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, კეფირი და ა.შ) დამამზადებელი ქარხანა; ბელორუსიაში ცნობილი სხვადასხვა საკონდიტრო საწარმოები.