ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში ჩართვის მსურველმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადები დღეს უნდა შეიტანონ.
განცხადებების საფუძველზე ცესკო პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსებას გამოუყოფს.
საუბარია 14 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში ჩაერთვება.
ცესკო მონიტორინგის ჩასატარებლად სულ 1,2 მლნ-ის გამოყოფას აპირებს. პარტიებმა კი, ჩატარებული სამუშაოს შესახებ საარჩევნო კომისიაში ანგარიში 31 მარტამდე უნდა წარადგინონ.
აღსანიშნავია, რომ გადამოწმების პროცესში მონაწილეობას 14 სუბიექტიდან 8 უკვე დათანხმდა. სიების გადამოწმების საკუთარი სქემა აქვს ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს", რომელიც მის პრეზენტაციას დღეს მოაწყობს.