ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დასავლეთმა, შესაძლოა, იქ 300-ათასიანი ჯარი გაგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავტორიტეტულ ე.წ. ტვინის ცენტრად წოდებულ "Royal United Services Institute (RUSI)"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
RUSI-ის ექსპერტების აზრით, სირიის რეჟიმის კრახმა, შესაძლოა, მსხვილი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, როგორვ თავად სირიაში, ასევე მის ფაგლებს გარეთ. როგორ ბიულეტენშია ნათქვამი, "სირია: ჩარევის წინააღმდეგობრივი კურსი", ახლა გაცილებით უფრო აქტუალურია კონფლიქტის ესკალაცია მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე მისი შეკავება თავად სირიის შიგნით", _ წერს The Daily Telegraph-ი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის სავარაუდო დამხობის შემდეგ "დარეგულირების სამხედრო ვარიანტები, სულ სხვანაირად წარმოჩინდება". პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი, ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ყოფილი მეთაური, რომელიც ბიულეტენის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ სამხედრო ინტერვენციის ერთ-ერთი აუცილებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
"დასავლელ პოლიტიკოსებს არ აქვთ მადა უფრო ღრმა ჩარევისა. თუმცა როგორც ისტორია გვაჩვენებს, ჩვენ ყოველთვის თავად ვირჩევთ, ვიომოთ თუ არა. თუმცა ხანდახან ომები თავად გვირჩევენ ჩვენ", _ მიიჩნევს კემპი და აგრძელებს: "ჩარევისთვის მზადება უახლოეს მომავალში დაიწყება დაასვლეთის რამდენიმე დედაქალაქში, ასევე ადგილებზე - თურქეთსა და სირიაში".
მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნები ძირითად ყურადღებას დაუთომობენ ხუთი ქიმიური ქარხნის დაცვას სირიაში. დოკუმენტის თანახმად, იმისათვის, რომ სირიის ტერიტორიაზე არსებული ქიმიური იარაღის ბოევიკების ხელში ჩაგდებას შეუშალო ხელი, სულ მცირე, 75 ათასი ადამიანია საჭირო. სირიაში წესრიგის დასამყარებლად კი 300 ათასი სამხედრო უნდა იყოს.
"დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ იმაზე, რომ ასადის რეჟიმი დაამხონ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა შეიძლება ამის შემდეგ მოხდეს. სირია აფეთქდება, თავის პრობლემებს მთელ ახლო აღმოსავლეთზე გაავრცელებს და ეს აფეთქება პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება", _ წერენ RUSI-ში.