ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სრულად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინისა და რუსეთის მიმართ, გაჩერდნენ ომის უკვე არსებულო ფრონტის ხაზზე.
ეს განცხადება მან ვაშინგტონში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს იყო მარტივი, მაგრამ აუცილებელი გზავნილი რეალური მოლაპარაკებების დასაწყებად.
„პრეზიდენტმა ამ ძალიან ნათლად განაცხადა - დარჩით იქ, სადაც ხართ. მარტივად ჟღერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არის საჭირო“, - თქვა რუტემ.
მან აღნიშნა, რომ ის სრულად ეთანხმება ტრამპს.
„გაჩერდით იქ, სადაც ხართ - ეს არის მთავარი გზავნილი. და კიდევ ერთხელ, ჩვენ დღეს გავაგრძელებთ დიალოგს და მე აქ ვარ, რათა დავეხმარო მას ყველაფრის განხორციელებაში, რისი გაკეთებაც ნატო-ს შეუძლია - პირადად მე, მუდმივი წარმომადგენელი, ყველა ჩვენგანი - რათა დავეხმაროთ მას ამ ხედვის რეალიზებაში“, - თქვა გენერალურმა მდივანმა.