წნორში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ხატიაშვილების საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ორი წევრი, ცოლ-ქმარი ვალერი და ხათუნა ხატიაშვილები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სხეულის 80-პროცენტიანი დამწვრობა მიიღეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები თბილისის რეფერალური საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. საქმეს სიღნაღის პოლიცია იძიებს.