დღეს ბაღდადის ახლოს მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, კი ამ აფეთქებების შედეგად დაჭრილია სულ მციერ 74 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ ხუთი აფეთქება მოხდა - ოთხ შემთხვევაში დანაღმული ავტომობილები აფეთქდა, მეხუთე შემთხვევაში კი თავი თვითმკვლელმა -ტერორისტმა აიფეთქა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვის განმავლობაში ერაყში ტერაქტების მსხვერპლი 237 ადამიანი გახდა. დაჭრილთა რაოდენობა კი 600-ია.