საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოში ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 13.6% გაიზარდა. ამავე პერიოდში სპექტაკლებზე დამსწრე მაყურებელთა რიცხოვნობა 12.3% გაიზარდა.
2011 წელს ქვეყანაში მოქმედი თეატრების მიერ საზღვარგარეთ გასტროლების დროს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 25.6% მეტია.