სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის წესი იცვლება. მთავრობის დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტები მე-12 სართულზე არ აუშვეს. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს მინისტრებისთვის შეკითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.
ჟურნალისტები მთავრობის სხდომის დასრულებას შენობის ცენტრალურ შესასვლელში, მესამე სართულზე განთავსებულ პრესრუმში ელოდებოენენ.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ ფორმას მიიღებს სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის წესი, თუმცა სახელმწიფო კანცელარიის პრესამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა წესით მოუწევთ ჟურნალისტებს მუშაობა.