დევნილთა და განსახლების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალი პროგრამა - "დევნილთა საჭიროებების შესწავლის პროგრამა" წარადგინა. ახალი პროგრამის მიზანია, მთავრობის მიერ მოხდეს დევნილთა საჭიროებების შესწავლა, რათა შემდგომ მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება შეძლოს.
როგორც მინისტრი განმარტავს მნიშვნელოვანია, რომ დევნილებისათვის, ჯანდაცვის, სოფლის განვითარებისა და სხვა პროგრამები იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. მინისტრის თქმით, დევნილებს გარკვეული გამოკითხვები ჩაუტარდებათ, რათა მოხდეს კონკრეტული საჭიროებების შესწავლა.