პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლუქსემბურგში შეხვედრებს განაგრძობს. დავით ბაქრაძე დღეს ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დაგეგმილია პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ბაქრაძის სიტყვით გამოვა.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
დავით ბაქრაძე უკვე შეხვდაბელგიის სენატის თავმჯდომარეს, არმან დე დეკერსა და ევროკავშირის ევროპული საბჭოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპუის.
პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე შეხვედა ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკსა და ბელგიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს პატრიკ დევალს.