,,ქართული ოცნება" თბილისში პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს.
,,ჩვენ მოვითხოვთ, პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ყველა პროცესი საჯარო და გამჭვირვალე იყოს. ხელისუფლებამ ჩვენ, საზოგადოებასა და მედიას აცნობოს პარლამენტის შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული და ამომწურავი ინფორმაცია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.