საქართველოდან საფრანგეთის მოქალაქეების დეპორტაციის საფრანგეთის საგარეო უწყება დაინტერესდა, _ ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განცხადა.
,ქართულ ოცნებას" ოფიციალური წერილით მიმართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ჟულიე კოპერმა და გვთხოვა, გავაცნოთ საქმის დეტალები, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი. გვითხრა, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საფრანგეთის მოქალაქეებისადმი განხორციელებული ქმედების დეტალურად გამოძიებასა და შესაბამის რეაგირებას აპირებს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციას უწევს ყოველეგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს და საფრანგეთში უკან გააბრუნეს.