,,ბიძინა ივანიშვილი, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სრულად დაფარავს", _ ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. როგორც ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა, აუცილებელია მონიტორინგის დაწესება, თუ როგორ მოხდება ხელისუფლების მხრიდან ზარალის ანაზღაურება. მისივე თქმით, სარეზერვო ფონდები მთლიანად ცარიელია, რის გამოც ხელისუფლებას ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს.
,,ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებამ უკანონოდ დააჯარიმა და ჯარიმის სახით რამდენიმე მილიონის გადახდა მოსთხოვა. Aამ ჯარიმას ჩვენ არ ვცნობთ, რადგან უკანონოა. Aამ დროს მოხდა სტიქიური უბედურება კახეთში. Aახლა ბიძინა ივანიშვილს ხალხის დახმარების სურვილი გაუჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ ,,ქართული ოცნებისთის" ცნობილია, რომ სარეზერვო ფონდები ცარიელია და ასეულობით მილიონი გახარჯულია და არავინ იცის რაში. Aიმის გამო, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა უწევს, ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში თანხები არ არსებობს და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხალხს დახმარება სჭირდება", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერი ხელისუფლების მხრიდან დაკისრებულ ჯარიმას დაფარავს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიუჯეტში დამატები ხარჯები შევიდეს და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მოხდეს.
,,ბიძინა ივანიშვილის არანაირი კანონიერი გზა დაზარალებულების დასახმარებლად არ აქვს. ამიტომ გადაწყვიტა ის ერთადერთი კანონიერი გზა, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას ეყრდნობა, მაგრამ კანონიერია, რადგან კონკრეტულ მითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა შეუძლია. ამიტომ მზადაა პირველ ეტაპზე ათი მილიონი გადარიცხოს და თანხა მომავალში გაიზრდება და სავარაუდოდ, ბატონი ბიძინა სტიქიით მიყენებულ ზარალს სრულად დაფარავს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მონიტორინგის დაწყება, რამდენად შეძლებს ხელისუფლება მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
,,ამასთან უნდა დაწესდეს მონიტორინგი ზუსტად როგორია ზარალი და როგორ განხორციელდება მიყენებული ზარალის დაფარვა და ანაზღაურება ხელისუფლებისგან", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 10 მილიოონი ლარი უკვე გამოყო.