საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მინისტრებს მადლობას გადაუხადა. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, მთავრობა სტიქიის რეგიონებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს, რათა ხელისუფლებამ ის დანაპირები, რაც მოსახლეობას მისცა, შეასრულოს.
მერაბიშილის თქმით, მსგავს რეჟიმში მუშაობა ყველა დასახული ამოცანის შესრულებამდე გაგრძელდება.
"მოვუწოდებთ ყველა მინისტრს, რომ დაწყებული საქმე გააგრძელონ და ბოლომდე მიიყვანოს. რათა ყველა ის დაპირება რაც ხალხს მივეცით შევასრულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ივანე მერაბიშვილის განმარტებით, ბიუჯეტში სასწრაფოდ უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ყველა საჭირო ღონისძიება იქნას დაფინანსებული.