მთავრობის სხდომაზე დღეს 2012 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს. ბიუჯეტში ცვლილება დღის წესრიგში ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დადგა, რათა მთავრობამ დაზარალებული მოსახლეობისთვის
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდისთვის გამოიყოფა 50 მლნ ლარი და თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გადაუდებელი ღონისძიებებისათვის დაიხარჯება. ასევე გაიზრდება კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსებაც, რომლის მთლიანი საფინანსო რესურსიც 110 მლნ ლარით განისაზღვრება, საიდანაც 20 მლნ ლარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.
გარდა ამისა, იზრდება კახეთის მუნიციპალიტეტების დაფინანსება. ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საჭიროებისამებრ სტიქიის რეგიონებში განსახორციელებელ ღონისძიებებს 17 მლნ მოხმარდება. იზრდება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები.