ხვალ, 23 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - "რეფლექტორის" ორბიტაზე გასვლიდან 13 წელი შესრულდება.
ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტაზე გავიდა 1999 წლის 23 ივლისს. წარმატებული გამოცდის შემდეგ, 28 ივლისს ქართული კოსმოსური ობიექტი, სახელწოდებით "რეფლექტორი", ჩამოსცილდა სადგურ "მირ"-ს და გადავიდა დამოუკიდებელ, წრიულ თანამგზავრულ ორბიტაზე.
ცნობისათვის, ქართული კოსმოსური ობიექტის - "რეფლექტორის" შექმნას საფუძვლად დაედო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონება, რომელიც დღეს აღიარებულია მსოფლიოში.
ქართველი მეცნიერის გამოგონების მიხედვით, ევროპული კოსმოსური სააგენტო ქმნის დიდი ზომის გასაშლელ კოსმოსურ პარაბოლურ ანტენას, რომელიც უმთავრესი ინსტრუმენტია არა მარტო ახალი თაობის საკომუნიკაციო თანამგზავრებისა, არამედ სამხედრო ორბიტული სისტემის შესაქმნელად. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონებების მიხედვით მრავალი სამხედრო-სტრატეგიული პროგრამები სრულდებოდა, რომელიც გამიზნული იყო, როგორც ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული და წყალქვეშა ნავების გადაადგილების აღმოჩენის თანამგზავრების, ასევე მიწისზედა სამხედრო-საინჟინრო რადიოტექნიკური კომპლექსების ასაგებად.
ცნობისათვის, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დამზადდა და აიწყო "თბილავიამშენში".