კოლუმბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ხუან მანუელ სანტოსს.
ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას კოლუმბიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და გამოთქვა სურვილი, საქართველოსა და კოლუმბიას შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის მიმართულებით. კოლუმბიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი აკრედიტებულია, როგორც საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში, სურინამში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.